წვდომის მენიუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 720 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 204864548) კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  407.800 მჰც და 413.000 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები