წვდომის მენიუ

შპს “ინტერსექიურითი აჭარასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 725 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ინტერსექიურითი აჭარამ”  (რეგისტრირებული ქ.ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 245605448) კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. ბათუმში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვის პულტის ფუნქციონირებისთვის) სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ინტერსექიურითი აჭარას” 403.600 მჰც სიხშირე ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ინტერსექიურითი აჭარასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ინტერსექიურითი აჭარასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები