წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 728 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილები (№ UMS-50/2536, 02.10.07; № UMS-50/2537, 02.10.07. და № UMS-50/2712, 19.10.07.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის NAR/VT2-5, VLADIKAV/VT2-5, ARDON/STELA-M100, VLADIKA4/STELA-M200, MOZDOK/STELA-M100, STODEREV/HN7000, KOMSOM25/HN7000, BORGUSTA/HN7000, UTCA/HN7000, CHERKASS/STELA-M, AHTIY/DW6000 და SERNOVO9/LINKSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის, ”ლ” ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის NAR/VT2-5, VLADIKAV/VT2-5, ARDON/STELA-M100, VLADIKA4/STELA-M200, MOZDOK/STELA-M100, STODEREV/HN7000, KOMSOM25/HN7000, BORGUSTA//HN7000, UTCA/HN7000, CHERKASS/STELA-M, AHTIY/DW6000 და SERNOVO9/LINKSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე   წერილების (№ UMS-50/2536, 02.10.07; № UMS-50/2537, 02.10.07. და № UMS-50/2712, 19.10.07.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        გ. არველაძე                           

            კომისიის წევრი                                                                              ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                              დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                              გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები