საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:
ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 3-ით;
ა.ბ) № 2 დანართის მე-6 პუნქტის 6.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6.2. წამყვანი სპეციალისტი - 2 - 15 – 30”;
ა.გ) № 2 დანართის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს 6.3 ქვეპუნქტი;
ბ) № 2 დანართის მე-10 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 25-ით;
ბ.ა) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”10.9. ასისტენტი - 2 - 800 – 1600”;
ბ.ბ) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”10.10. დამლაგებელი - 4 - 400 – 1600”;
გ) № 2 დანართის მე-10 პუნქტს დაემატოს 10.11 და 10.12 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ.ა) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”10.11. დამლაგებელი - 2 - 250 – 500”;
გ.ბ) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”10.12. დარაჯი - 6 - 250 – 1500”;
დ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 89-ით;
ე) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 13,400.00-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 24.900.00-ით.
ვ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 740.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.350.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
