სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-სთვის შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”კავკასუს ონლაინთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 238958.15 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან ვალი აღიარებულია, რასაც ადასტურებს 2007 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის გაფორმებული საოქმო გადაწყვეტილებები. მომხსენებლის ინფორმაციით, საკითხის განხილვისას 2007 წლის 7 დეკემბერს კომისიაში მხარეებმა წარმოადგინეს 2007 წლის 20 ნოემბერს ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულება თანხის გადახდის შესახებ №07-843, რომლის 1.1 პუნქტში მხარეები ადასტურებენ, რომ ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა ”კავკასუს ონლაინის” მიმართ შეადგენს 1 975 000 ლარს, საიდანაც შპს ”კავკასუს ონლაინი” აღიარებს 1 446 500 ლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 528 500 ლარს ხდის სადავოდ.
ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტში გაიწერა დავალიანების დაფარვის გრაფიკი, რომლის პირველი ქვეპუნტი დარღვეულია შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან. ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინი” აცხადებს თანხმობას გადაუხადოს სს ”საქართველოას გაერთანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მხარეთა შორის წარმოშობილი მიმდინარე დავალიანებები.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაეროს მოქმედი უერთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით”.
მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” თანხის გადახდის შესახებ 2007 წლის 20 ნოემბრის №07-843 ხელშეკრულების 1.2 პუნქტის პირველ და მეორე ქვეპუნქტებიდან გამომდინარე დავალიანების და ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული მიმდინარე დავალიანების დაფარვა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში;
2. შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან დავალიანების ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში სრულად არ დაფარვის შემთხვევაში მიეცეს უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
