წვდომის მენიუ

„კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 738 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ”  (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 20 ივლისს, რეგისტრაციის № 01295/12/0698) რომელიც ფლობს ქ. თბილისში და საქართველოს 9 ქალაქში რადიომაუწყებლობაზე კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას №B86, კომისიას მიმართა განცხადებებით  (შემოსული № 7/434-07,19.11.07 და №6/1952-07,30.11.07), ქ.თბილისში მთწმინდის სატელევიზიო ანძიდან სატელიტურ სადგურამდე  (კოსტავას ქ.№68, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა) რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად   რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას” გამოეყო  1524.6მჰც ± 0.15მჰც  სიხშირე ქ. თბილისში, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან სატელიტურ სადგურამდე (კოსტავას ქ.№68) რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას”   1524.6 მჰც ± 0.15 მჰც  სიხშირე   ქ. თბილისში,  მთაწმინდის   სატელევიზიო ანძიდან სატელიტურ სადგურამდე (კოსტავას ქ. №68)  რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად  რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,  ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 22.12.2016);

2. აღირიცხოს ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის”     სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში; 

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                                       

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ.არველაძე                                                         

კომისიის  წევრი                                                                     დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                     გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                     ზ.ნონიკაშვილი

კომისიის  წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები