ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის N 5ა/8-138 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ BTC/OUT/2921/07, 15.11.07) გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო) სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
