წვდომის მენიუ

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 742 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” (რეგისტრაციის № 7/4-1352; ს. კ. № 206103722) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 2-06/642; 22.11.07) ქ. თბილისის, მცხეთის, გარდაბნის და რუსთავის ტერიტორიებზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” 166.700 მჰც და 171.800 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისის, მცხეთის, გარდაბნის და რუსთავის ტერიტორიებზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები