წვდომის მენიუ

ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 743 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობამ საქართველოში  (რეგისტრირებული  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მიერ, ს.კ. № 203844000) კომისიას მიმართა განცხადებით აფხაზეთის რეგიონში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობას საქართველოში  158.100 მჰც და 163.100 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) აფხაზეთის რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები