წვდომის მენიუ

შპს “ო.კ” – სა და შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N85 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 75 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს “ო.კ”-მ (№6/93-07 05.02.2007) და წარმოუდგინა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-თან 2007 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ო.კ”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N85-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ”-ზე გადაცემას. კერძოდ, ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 16XXX - 19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირდაპირ გადაპირებას.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ო.კ” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N85 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 16XXX-19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან  1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის № 41/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე № N85 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ” ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის № N85 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ”;

2. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს № N85 ლიცენზიისთვის განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 16XXX - 19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1 (ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4830.00 ოთხი ათას რვაას ოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4830.00 ოთხი ათას რვაას ოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 თებერვლამდე

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 მარტამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 აპრილამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 მაისამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 ივნისამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 ივლისამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 აგვისტომდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 სექტემბრამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 ოქტომბრამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 ნოემბრამდე;

402.50 ლარი    -   2007 წლის 26 დეკემბრამდე;

402.50 ლარი    -   2008 წლის 26 იანვრამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                          გ.ფრუიძე

                                                         ზ.ნონიკაშვილი        
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები