საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 26 ოქტომბრის N 656/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ი/მ “რასიმ შარაფოვმა” (რეგისტრირებული ქ.რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 134177969, 31.03.99) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. მარნეულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2007 წლის 26 ოქტომბრის N 656/13 კომისიის გადაწყვეტილებით ი/მ “რასიმ შარაფოვს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 405.575 მჰც სიხშირე. მინიჭებული სიხშირე არ შეესაბამებოდა ი/მ “რასიმ შარაფოვის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც ი/მ “რასიმ შარაფოვმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 26 ოქტომბრის N 656/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. მიენიჭოს ი/მ “რასიმ შარაფოვს” 460.075 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. მარნეულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
