წვდომის მენიუ

შპს ”ვიტელ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 754 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №711/8 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში 499XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ვიტელ ჯორჯია”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (23,025  - ოცდასამი ათას ოცდახუთი ლარი) 30%-ს - 6,907.5 (ექვსი ათას ცხრაას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარი ანუ 6,757.5 (ექვსი ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N108 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 499XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 7 დეკემბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (16,117.5 - თექვსმეტი ათას ას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (16,117.5 - თექვსმეტი ათას ას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 იანვრამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 თებერვლამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 მარტამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 აპრილამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 მაისამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 ივნისამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 ივლისამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 აგვისტომდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 სექტემბრამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 ოქტომბრამდე;

1343.12 ლარი    -   2008 წლის 7 ნოემბრამდე;

1343.18 ლარი    -   2008 წლის 7 დეკემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                  გ.ფრუიძე

                                                                                 ზ.ნონიკაშვილი

                                                                                 კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები