შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ”მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 7 დეკემბრს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპატრამენტს (კ. ყურაშვილი) წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (ს. შავგულიძე) მოხსენებითი ბარათი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ 2007 წლის 6 დეკმბერს აღნიშნული დეპარტამენტის მიერ ჩატარდა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი ქ. ლაგოდეხში.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” მიერ 102.8მჰც რადიოსიხშირეზე რადიო მაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე. ამავე კომპანიის მიერ გამოყენებულია 402.6მჰც სიხშირე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის კომისიის მიერ ზემოაღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე. აღნიშნული ფაქტების თაობაზე შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000005 საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილისა და 240-ე მუხლის შესაბამისად, რასაც ხელს აწერს კომისიის მხრიდან უფლებამოსილი პირი - ნ. კონდოლელი, ხოლო სამართალდამრღვევის მხრიდან - ვ. ბაღაშვილი.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” გაეგზავნა შეტყობინება დაზღვეული საფოსტო გზავნილით 2007 წლის 7 დეკემბერსვე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 38-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული გამოკვლევისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის N66/10 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, ერთი გადამცემის გამოყენებით ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონებში. განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა”. კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2007 წლის 20 აპრილს, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი”. კომისიის 2007 წლის 20 აპრილის №192/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” დაევალა 2007 წლის 20 მაისამდე სალიცენზიო გადასახდელის 20% - 1032.75 (ერთი ათას ოცდათორმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა; ამავე გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ აიღო ვალდებულება მიეღო გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინა მხოლოდ 2007 წლის 3 დეკემბერს, თუმცა მაუწყებლობა დაიწყო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის დღიდანვე და დღესაც ახორციელებს ულიცენზიოდ. გარდა ამისა, შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის იყენებს 402.6მჰც სიხშირეს კომისიის მიერ ზემოაღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე, რაც ასევე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა.
კომისიამ, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, აგრეთვე საქმეზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლის, სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტების მოსმენისა და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 38-ე მუხლის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
2. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” ამ გადაწყვეტლების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში ჩარიცხოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 22022900, ბანკი- სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი - 220101222, სახაზინო კოდი - 300571116 და წარმოადგინოს კომისიაში გადახდის ქვითარი გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) 10 დღის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) და ფინანსურ დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
