საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:
ა) № 2 დანართის მე-2 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 3-ით;
ა.ა) № 2 დანართის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2.2. სპეციალისტი - 2 - 10 – 20”;
ბ) № 2 დანართის მე-3 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 15-ით;
ბ.ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტის 3.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3.3. სპეციალისტი - 3 - 15 – 45”;
გ) № 2 დანართის მე-4 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 9-ით;
გ.ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”4.4. სპეციალისტი - 1 - 10 – 10”;
დ) № 2 დანართის მე-5 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 6-ით;
დ.ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5.3. წამყვანი სპეციალისტი - 2 - 15 – 30”;
გ) № 2 დანართის მე-10 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 26-ით;
გ.ა) № 2 დანართის მე-10 პუნქტს დაემატოს 10.13 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”10.13. დარაჯი - 1 - 100 – 100”;
დ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 88-ით;
ე) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 13,500.00-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 25.000.00-ით.
ვ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 740.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.330.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
