შპს “სელკომსა” და შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N82; №N83; №N84; ლიცენზიების გადაპირების შესახებ

ნომერი: 76 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს “სელკომმა” (№6/92-07 05.02.2007) და წარმოუდგინა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-თან 2007 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”სელკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N82; № N83; № N84 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ”-ზე გადაცემას. კერძოდ, ნუმერაციის რესურსი: ქ.ფოთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი), ქ.გორში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი), ქობულეთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი)   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირდაპირ გადაპირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სელკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N82; № N83; № N84 ლიცენზიებს  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N82 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ფოთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის №39/1 გადაწყვეტილების მე-2  და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N83 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.გორში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის №39/1 გადაწყვეტილების მე-5  და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N84 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქობულეთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან (ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის №39/1 გადაწყვეტილების მე-8  და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიების პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N82; № N83; № N84 ლიცენზიების მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ” ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის №№ N82; N83; N84 ლიცენზიების მფლობელად განისაზღვროს შპს ” ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ”;

2. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს № N82 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ფოთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 თებერვლამდე

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 მარტამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 აპრილამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 მაისამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 ივნისამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 ივლისამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 აგვისტომდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 სექტემბრამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 ოქტომბრამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 ნოემბრამდე;

91.87 ლარი    -   2007 წლის 26 დეკემბრამდე;

91.87 ლარი    -   2008 წლის 26 იანვრამდე;

3. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს № N83 ლიცენზიისათვის განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

4. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს №N84 ლიცენზიისათვის განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                  კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                                             გ.ფრუიძე

                                                                              ზ.ნონიკაშვილი                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები