საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 79 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 14 დეკემბრის N 79 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 79 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (შპს ”ტელევიზია კახეთისათვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ) განხილვა მ/წლის 20 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 79 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხსე. ნ. ნიჟარაძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 14 დეკემბრის N 79 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
