წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 765 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით  (№ 074, 02.11.07) საქართველოს რეგიონებში გარკვეულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის  მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ       

გადაწყვიტა: 

1.  მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფიქსირებული სიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.  საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.  დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აცნობოს კომისიას ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების რადიოსარელეო ხაზების უბნებზე მონაცვლეობით გამოყენების წესი, რადიოსარელეო სადგურების ინსტალაციის შემდგომ;

4.  აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ (ი. ხარებავა);

5. საქართველოს  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;   

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                                                              

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                         

კომისიის  წევრი                                                                              დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                             გ.ფრუიძე         

კომისიის  წევრი                                                                             ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები