შპს „საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციისთვის“ 13 გჰც დიაპაზონში გამოყოფილი სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში აეროპორტსა და რადიოსალოკაციო სადგურებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის, ქ.ბათუმის და ქ.სენაკის აეროპორტიდან ინფორმაციის მისაღებად და საკომუნიკაციო ქსელთან კავშირისთვის. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „საქაერონავიგაციას“ სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მჰც ქ.თბილისში მონაკვეთებზე: რადიოლოკატორი – აეროპორტი, 12934.75 მჰც და 13200.75 მჰც; რადიოლოკატორი – აეროპორტი, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც; რადიოლოკატორი – მაგთის ოფისი, 12962,75 და 13228,75 მჰც; ქ.სენაკში, სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მჰც მონაკვეთებზე: აეროპორტი – სატელევიზიო ანძა 12934,75 მჰც და 13200,75 მჰც; აეროპორტი – სატელევიზიო ანძა, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც და ქ.ბათუმში, სიხშირე ზოლის სიგანით 14 მჰც მონაკვეთზე: აეროპორტი – მაგთის ანძა, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „საქაერონავიგაციისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
