შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” შორის ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა” (წერილი №6/105-07, 07.02.2007), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” 2007 წლის 2 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის ნაწილობრივი გადაცემის შესახებ და მოითხოვა შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია № N81-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისთვის” ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ, ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსებიდან 185XXX - 186XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ნაწილის - 185XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირდაპირ გადაპირებას შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფზე”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N81 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 185XXX - 186XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის №40/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, შპს ”ახალი ქსელები”-ს №N81 ლიცენზიას უნდა გამოეყოს 185XXX (1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მის მფლობელად განისაზღვროს შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. №N81 ლიცენზიას გამოეყოს 185XXX (1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს № N87 და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 185XXX (1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. №N87 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”;
3. შპს ”ახალი ქსელები”-ს №N81 ლიცენზიას მიენიჭოს № N88 და განესაზღვროს შედეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 186XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან 1 (ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 26 იანვრის №40/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
