შპს "ვარიდ ტელეკომ ჯორჯია"- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 16 ნოემბრის №685/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, 3448.5მჰც ¸ 3469.5მჰც; 3548.5მჰც ¸ 3569.5მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (17,010,686.20 - ჩვიდმეტი მილიონ ათი ათას ექვსას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოცი თეთრი) 30%-ს - 5,103,205.86 (ხუთი მილიონ ას სამი ათას ორას ხუთი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 165,957.12 (ას სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარი ანუ 4,937,248.74 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდარვა ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის 2007 წლის 16 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია - 4,937,248.74 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდარვა ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა
1. მიეცეს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3448.5მჰც ¸ 3469.5მჰც; 3548.5მჰც ¸ 3569.5მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 დეკემბრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2007 წლის 17 დეკემბრიდან 1(ერთი) წელი;
ე) 2007 წლის 17 დეკემბრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები,;
რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,907,480.34 - თერთმეტი მილიონ ცხრაას შვიდი ათას ოთხას ოთხმოცი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (11,907,480.34 - თერთმეტი მილიონ ცხრაას შვიდი ათას ოთხას ოთხმოცი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 იანვრამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 თებერვლამდე
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 მარტამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 აპრილამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 მაისამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 ივნისამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 ივლისამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 აგვისტომდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 სექტემბრამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 ოქტომბრამდე;
992,290.02 ლარი - 2008 წლის 17 ნოემბრამდე;
992,290.12 ლარი - 2008 წლის 17 დეკემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპატრამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
