წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 776 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის N 80 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის N 80 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე

                 კომისიის წევრი                                                          დ. პატარაია

                 კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

                 კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები