შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 27 ნოემბრის N710/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 17 დეკემბრის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინეს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტმა”, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლების განცხადებას თანდართული არ აქვს:
1) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
2) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2007 წლის 27 ნოემბრის N710/8 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ვადა შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” 2007 წლის 26 დეკემბრამდე წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს მიერ რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დეპარტამენტებს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”შავი ზღვის ტელეკომისა” და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
