საქართველოს ლეიბორისტული პარტიისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. №203844894) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/469-07; 12.12.07) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას 406.850 მჰც და 412.150 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს ლეიბორისტული პარტიისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ლეიბორისტული პარტიისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
