წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 779 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის N 81 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 81 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”კავკასუს ონლაინის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი).

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის N 81 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე

                 კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

                 კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები