წვდომის მენიუ

შპს ”თანამგზავრი XXI”- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 78 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის №565/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2500  ¸   2596 მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”თანამგზავრი XXI”. ამავე გადაწყვეტილებით ”თანამგზავრი XXI”-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”თანამგზავრი XXI” -ის მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (15,384.6 - თხუთმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 4,884.8 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარი ანუ 10,499.8 (ერთი ათი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”თანამგზავრი XXI”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F44 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500  ¸   2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.ბათუმში;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2017 წლის 13 თებერვლამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) სათაო გადამცემის  სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის  მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის  ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300–ით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის,  აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე   მე-10   კილომეტრი.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.4 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ. ბათუმი)  - №200122900

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №300693021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.4 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 მარტამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 აპრილამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 მაისამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ივნისამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ივლისამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 აგვისტომდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 სექტემბრამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ოქტომბრამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ნოემბრამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 დეკემბრამდე;

2991.45 ლარი    -   2008 წლის 13 იანვრამდე;

2991.45 ლარი    -   2008 წლის 13 თებერვლამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

                                    კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები