შპს ”მობიტელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №712/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-1 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”მობიტელი”. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”მობიტელს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარი ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მობიტელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N109 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 20 დეკემბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2007 წლის 20 დეკემბრიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
918.75 ლარი - 2008 წლის 20 იანვრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 თებერვლამდე
918.75 ლარი - 2008 წლის 20 მარტამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 აპრილამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 მაისამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 ივნისამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 ივლისამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 აგვისტომდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 სექტემბრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 ოქტომბრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 ნოემბრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 20 დეკემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: გ. არველაძე
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
