წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 614/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 783 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს “შავი ზღვის ტერმინალმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს  სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის  N 5/4-976 დადგენილებით; ს.კ. № 204892170) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 1537; 26.11.07) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობისთვის მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2007 წლის 19 ოქტომბრის N 614/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს “შავი ზღვის ტერმინალს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 150.150 მჰც, 150.325 მჰც, 150.525 მჰც, 150.550 მჰც, 155.450 მჰც, 155.625 მჰც, 155.800 მჰც, 155.925 მჰც სიხშირეები. მინიჭებულ ოთხ სიხშირეზე გარკვეული დროის განმავლობაში წარმოიქმნებოდა ტექნიკური ხარვზები, რის შესაბამისადაც შპს “შავი ზღვის ტერმინალმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული ოთხი სიხშირის შეცვლა.

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის  N 614/13  გადაწყვეტილებაში და  მისი  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს “შავი ზღვის ტერმინალს” 168.225 მჰც, 168.250 მჰც, 168.775 მჰც, 168.900 მჰც, 155.450 მჰც, 155.625 მჰც, 155.800 მჰც, 155.925 მჰც სიხშირეები ხობის რ-ის სოფელ ყულევის ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით”;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. არველაძე   

            კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები