წვდომის მენიუ

შპს „აქსის კომუნიკეიშენისთვის ” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 785 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”აქსის კომუნიკეიშენმა” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული№-6/1888, 21.11.07), ქ. თბილისში, სამ ობიექტს შორის ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელის აგების მიზნით რადიოსარელეო სადგურების გამოყენებისთვის,  შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

        კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აქსის კომუნიკეიშენი” არის ავტორიზებული პირი (რეგისტრაციის  №232/1 ) და ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურეობის სახეებად განსაზღვრული აქვს, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელით უზრუნველყოფა და ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურეობის მიწოდება.

   ქ.თბილისში, შპს ”აქსის კომუნიკეიშენს”  მოთხოვნის შესაბამისად,  მისამართებზე,   ბახტრიონის ქ.№11-ში, ყაზბეგის ქ.№24-სა და ყიფშიძის ქ.№6-ში განლაგებული  რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის გამოეყო  რადიოსიხშირეები 3702.0 მჰც,  3746.0მჰც  და 3730.0მჰც, 3746.0მჰც, თითოეული ზოლის სიგანით  ± 14მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა.

   სიხშირეები გათვალისწინებულია   ობიექტებს შორის ციფრული ინფორმაციის  ორმხრივი მიწოდებისთვის არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით.

      კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც   განისაზღვრება  „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”აქსის კომუნიკეიშენს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს   51,148.80 (ორმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდარვა  ლარს  და ოთხმოც  თეთრს).

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”აქსის კომუნიკეიშენს” რადიოსიხშირეები 3702.0 მჰც,  3746.0მჰც და 3730.0მჰც,  3746.0მჰც, თითოეული ზოლის სიგანით  ± 14მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, ქ.თბილისში, მისამართებზე, ბახტრიონის ქ.№11,  ყაზბეგის ქ.№24   და ყიფშიძის ქ. № 6-ში განლაგებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის ობიექტებს შორის ციფრული ინფორმაციის  მისაწოდებლად არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, 10  წლის ვადით - 2017  წლის  21 დეკემბრამდე;

2. განესაზღვროს შპს ”აქსის კომუნიკეიშენს”  სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 51,148.80 (ორმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდარვა  ლარი  და ოთხმოცი  თეთრი).

3.  უზრუნველყოს შპს ”აქსის კომუნიკეიშენმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის  51,148.80 (ორმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდარვა  ლარი  და ოთხმოცი  თეთრი)  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

       ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773021;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”აქსის კომუნიკეიშენის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5. წარმოადგინოს შპს ”აქსის კომუნიკეიშენმა” ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების  გამოყენების  წესი და  ფიქსირებული სადგურების ტექნიკური მონაცემები არსებული ფორმით,  სადგურების ინსტალაციის პროცესის შემდგომ;

6.   აღირიცხოს შპს ”აქსის კომუნიკეიშენისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”აქსის კომუნიკეიშენის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”აქსის კომუნიკეიშენისთვის”   რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).                                                                     

  კომისიის თავმჯდომარე                                                                   გ.არველაძე                                                          

   კომისიის     წევრი                                                                             დ.პატარაია

   კომისიის     წევრი                                                                             გ.ფრუიძე

   კომისიის    წევრი                                                                              ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები