წვდომის მენიუ

შპს ”იკა ივერიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 788 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”იკა ივერიამ” (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ბრძანებით   № 398/081-შპს; 16.02.06.) კომისიას მიმართა განცხადებით (№19; 30.11.07)  ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”იკა ივერიას”   150.650 მჰც და 155.750 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”იკა ივერიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”იკა ივერიასთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები