წვდომის მენიუ

შპს ”ატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 79 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №553/10 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში (ქ.ბათუმი) გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ატელი”. ამავე გადაწყვეტილებით შპს  ”ატელს”  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ატელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4140.00  - ოთხი ათას ას ორმოცი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1200.00 (ერთი ათას ორასი) ლარი ანუ 2940.00 (ორი ათას ცხრაას ორმოცი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ატელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 60XXX - 67XXX (სულ 8000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 13 თებერვლამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (9660 - ცხრა ათას ექვსას სამოცი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ. ბათუმი)  - №200122900

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - №300693020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (9660 - ცხრა ათას ექვსას სამოცი ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 მარტამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 აპრილამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 მაისამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 ივნისამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 ივლისამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 აგვისტომდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 სექტემბრამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 ოქტომბრამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 ნოემბრამდე;

805.00 ლარი    -   2007 წლის 13 დეკემბრამდე;

805.00 ლარი    -   2008 წლის 13 იანვრამდე;

805.00 ლარი    -   2008 წლის 13 თებერვლამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                                    კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი                                     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები