კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 629/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ოთხი გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2007 წლის 23 ნოემბრის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2007 წლის 28 დეკემბერი, 14:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 34384.50 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარით;
ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 629/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა კავშირმა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”.
კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2007 წლის 28 დეკემბერს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” დამფუძნებელი ნიკა თარაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” დამფუძნებელმა ნიკა თარაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 34384.50 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”, რომელიც თანახმაა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 34384.50 (ოცდათოთხმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს კავშირმა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” 2008 წლის 28 იანვრამდე სალიცენზიო გადასახდელის 20% - 6876.9 (ექვსი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222
სახაზინო კოდი - N300773010
3. უზრუნველყოს კავშირმა მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” სალიცენზიო გადასახდელის 20% - 6876.9 (ექვსი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 24069.15 (ოცდაოთხი ათას სამოცდაცხრა ლარი და 15 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
7. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;
8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ვ. შუღლიაშვილი);
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე
გ. არველაძე
კომისიის წევრები
ზ. ნონიკაშვილი
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
