საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 85 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 85 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (შპს ”კავკასუს ონლაინის” გაფრთხილების შესახებ) საკითხი 2008 წლის 04 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგის პროექტში ;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 85 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
გ) შპს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
დ) “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N 85 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
