საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს რომ, საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (№3/1723-09,12.12.07) რუსეთის ფედერაციის საელჩოს 2007 წლის 3 დეკემბრის ნოტით (№195, 03.12.070, განცხადებას თან ერთვის) მოთხოვნის შესაბამისად, მოკლეტალღური რადიოსადგურების სიხშირეების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.
ნოტაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი სიხშირეები გამოიყენება საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის რადიოკავშირისთვის. ამავე ნოტით საელჩო მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით (№475/7, 26.06.03) რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის ნებადართული სიხშირეების უვადოდ მინიჭებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის მოკლეტალღოვან (HF) დიაპაზონში სიხშირეების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ერთი წლით. ამასთან, სიხშირეები უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის რადიოკავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს, ქ.თბილისში, კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობებით რადიოკავშირის განხორციელებისთვის ფიქსირებული სიხშირეები მოკლეტალღოვან (HF) დიაპაზონში ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
