წვდომის მენიუ

კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 809 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის  N 629/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2007 წლის 28 დეკემბრის N 796/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N796/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  30% - 10,315.35 (ათი ათას სამას თხუთმეტი ლარი და 35 თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 3438.45 (სამი ათას ოთხას ოცდათვრამეტი ლარი და 45 თეთრი) ლარის გამოკლებით, 6876.9 (ექვსი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი ლარი და 90 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რის თაობაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2007 წლის 28 დეკემბერს (წერილი N 6/2143-07).

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის  2007 წლის 28 დეკემბრის N 796/10  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. მიეცეს კავშირს მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის N B 96 ლიცენზია, ოთხი გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში, 10 წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდუ-

ლაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(± 25მ)

1

თბილისი,

მთაწმინდის ანძა

98.8

FM

V

წრიული

1000

N 41°41 44"         E 044°47 09"

85

2

გორი,

ახალდაბის ანძა

98.8

FM

V

წრიული

1000

N 42°01 55.4"       E 044°02 55.8"

150

3

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

98.8

FM

V

წრიული

1000

N 42°16 48.9"

E 042°44 10.1"

80

4

ბათუმი,

მწვანე კონცხი

105.0

FM

V

წრიული

500

N 41°41 37.7"      E 041°42 54.8"

45

4.  კავშირი მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6. უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;

7. უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

8. უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

9.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 24069.15 (ოცდაოთხი ათას სამოცდაცხრა ლარი და 15 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ანგარიშის N

200122900

ბანკი

სახელმწიფო ხაზინა

კოდი

220101222

სახაზინო ქვეანგარიში

300773010

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 იანვრამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 თებერვლამდე;

2005.76  ლარი -  2008 წლის 28 მარტამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 აპრილამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 მაისამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 ივნისამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 ივლისამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 აგვისტომდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 სექტემბრამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 ოქტომბრამდე;

2005.76 ლარი -  2008 წლის 28 ნოემბრამდე;

2005.79 ლარი -  2008 წლის 28 დეკემბრამდე.

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს  კავშირს მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

გ)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).

11. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (ვ. შუღლიაშვილი);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ვ. შუღლიაშვილი).

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    

 გ. არველაძე 

კომისიის წევრები                                                                                                 

ზ. ნონიკაშვილი 

გ. ფრუიძე                                              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები