სს “რუსთავცემენტისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2006 წლის 9 ივნისის № 244/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს “რუსთავცემენტმა” (რეგისტრირებული ქ. რუსთავის სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს № 9/5-35 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით 153.850 მგჰც, 158.800 მგჰც და 158.925 მგჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2006 წლის 9 ივნისის №244/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს სს ”რუსთავცემენტისთვის” 153.850 მგჰც, 158.800 მგჰც და 158.925 მგჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2006 წლის 9 ივნისის № 244/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
