წვდომის მენიუ

ი/მ ”ნინო ჭანტურიძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 83 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ნინო ჭანტურიძემ” (რეგისტრირებული  ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, №47/1096; 09.09.05.) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 01, 18.01.07)  ქ. ზესტაფონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული იქნება ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/მ ”ნინო ჭანტურიძეს” 150.075 მგჰც და 155.275 მგჰც სიხშირეები ქ. ზესტაფონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/მ ”ნინო ჭანტურიძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”ნინო ჭანტურიძისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარის

            მოვალეობის შემსრულებელი                                             დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

          კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები