წვდომის მენიუ

შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 87 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 16 იანვარს 6/37-07 განცხადებით მიმართა შპს ”ბოლნისის ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მხრიდან არ ხორციელდება 8-258 – 30XXX-31XXX ინდექსის  გააქტიურება, რომელიც  კომისიის №396/22 გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს შპს ”ბოლნისის ახალი ქსელებს”.

  აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 16 თებერვალს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”ბოლნისის ახალი  ქსელების” წარმომადგენელი: შ. იაშვილი და სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი: უ. სეთური.

შპს  ”ბოლნისის ახალი  ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: კომისიამ დაავალოს  სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  8-258  30XXX - 31XXX  ინდექსის  გააქტიურება და შესული ზარები მიმართოს შპს ”ეგრისის” მიმართულებით.

შპს  ”ახალი  ქსელების” მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და კომისიას სთხოვა ყურადღება გაამახვილოს განმცხადებლის მოთხოვნაზე, რომელიც მისდამი რწმუნებული კომპანიისაგან ითხოვს არა ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებას, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებაა, არმედ ურთიერთჩართვას. ბოლნისის რაიონში ”ბოლნისის ახალ  ქსელებსა”  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არ არსებობს ურთიერთჩართვის ხელეკრულება, შესაბამისად, მისდამი რწმუნებულ კომპანიას არ აკისრია შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებთან”  ურთიერთჩართვის ვალდებულება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. აქედან გამომდინარე, შპს ”ბოლნისის ახალი ქსელების” მოთხოვნა მიაჩნია დაუსაბუთებლად. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  შპს  ”ბოლნისის ახალ ქსელებსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა  2007 წლის 23 თებერვალს 16 საათზე;

2. ეცნობოთ მოდავე მხარეებს დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  წევრები:                           . პატარაია

                                                        გ.ფრუიძე                                                                                                                    

                                                        . ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები