წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 89 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 16 თებერვლის N 11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2007 წლის № 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 და მე-3 საკითხები (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავების განხილვის შესახებ) მ/წლის 2 მარტის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №6/122-07, 16.02.07,  წერილის შესაბამისად;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”ცენტრ პოინტ ჯგუფისათვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 16 თებერვლის N 11 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

              კომისიის თავმჯდომარის მ.შ.                                                        დ. პატარაია

                            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

                               კომისიის წევრი                                                      ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები