წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული აუქციონიების ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 92 / 8

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ კომისიის 2007 წლის 18 იანვრის N34/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად.

 ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 5 თებერვლის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად  2007 წლის 23 თებერვლის 13:00  საათი.

  კომისია აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად კომისიისთვის ლიცენზიის არც ერთ მაძიებელს არ მოუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

         გადაწყვიტა:

 1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2007 წლის 18 იანვრის N34/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად.

  2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).              

                        კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები