წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 93 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის N 13 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 13 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს ”ჯეოკომ ინვესტსა” და შპს ”მობიტელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს.  დ. კიკნაძე);

ბ) შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

გ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე);

დ) შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე).

2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის N 13 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                                    კომისიის  წევრი                                                      დ. პატარაია

                                   კომისიის  წევრი                                                       გ. ფრუიძე

                                    კომისიის  წევრი                                                      ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები