შპს ” მუსიკალური იმედის” №1458 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 1 დეკემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მუსიკალური იმედის” დირექტორმა ლ. ბუჩუკურმა, რათა გაუქმებულიყო შპს ”მუსიკალური იმედის” მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის (საკაბელო ტელემაუწყებლობა) № 1458 ლიცენზია, გაცემული 2005 წლის 18 მარტს .
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს ”მუსიკალური იმედის” № 1458 ლიცენზია.
2. გაეგზავნოს შპს ”მუსიკალური იმედს” წინამდებარე გადაწყვეტილება შესაბამისი თანმხლები წერილით (მ. აროშიძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
