წვდომის მენიუ

შპს ”ელეგიას ” №1322 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 95 / 4

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის  4 დეკემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ელეგიას” დირექტორმა კ. ჭუმბურიძემ, რათა გაუქმებულიყო შპს ”ელეგიას” მფლობელობაში არსებული საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების №1322  ლიცენზია, გაცემული 2002 წლის 02 აგვისტოს.

 “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს ”ელეგიას ” №1322  ლიცენზია.

2. გაეგზავნოს შპს ”ელეგიას” წინამდებარე გადაწყვეტილება  შესაბამისი თანმხლები წერილით (მ. აროშიძე) ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი). 

კომისიის წევრები:                                   დ.პატარაია                                             

                                                                    გ.ფრუიძე                                                 

                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები