წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 102 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,      

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 14-ით;

ა.ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3.2. მთავარი სპეციალისტი - 1 - 25 – 25”;

ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 11-ით;

ბ.ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4.2. მთავარი სპეციალისტი -  3 - 25 – 75”;

ბ.ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4.3. წამყვანი სპეციალისტი -  5 - 15 – 75”;

ბ.გ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”4.4.  სპეციალისტი - 2 - 10 – 20”;

გ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5.3.  წამყვანი სპეციალისტი -  1 - 15 – 15”;

დ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4.4.  სპეციალისტი -  3 - 10 – 30”;

ე) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1.350.00-ით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2008 წლის 1 მარტიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).       

                               კომისიის თავმჯდომარე                                                 გ. არველაძე     

                                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი

                                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები