წვდომის მენიუ

№499 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 103 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (05.02.2008 №6/191-08 და 12.02.2008 №6/216-08) მომართა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა კომპანიის საეთერო ტელემაუწყებლობის №499 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა  წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს. ამავე დროს, კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შეაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1. დაიწყოს საჯარო ადმინიტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

2. საკითხის განსახილველად  ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართის 2008 წლის 21 მარტს, 15:00 საათზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                               

ზ.ნონიკაშვილი        

გ.ფრუიძე                                                      

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები