წვდომის მენიუ

რიგი ავტორიზირებული პირების სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 105 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2008

მიღების თარიღი მარტი 05, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 08 თებერვლის  №76/23 გადაწყვეტილებით, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის   (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუნიკაციო ქსელის ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა და ურთიერთჩართვის  (სატელეფონო ზარის წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა არაკონკურენტუნარიანია.

კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტს და ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუქნტის ”გ” ქვეპუნქტს.

კომისია აღნიშნავს, რომ  კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზირებული პირების ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლის, აგრეთვე ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  პირების დადგენის და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით კომისიამ, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლი მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საკუთარი დანახარჯების განაწილებისა და საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების (ურთიერთჩართვის მომსახურების) ტარიფების გაანგარიშებები.

კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ განსაზღვრულ ვადებში ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი შემდეგი ავტორიზებული პირების მიერ: ”მაგთიკომი”;”ჯეოსელი”; ”მობიტელი”; ”ტელენეტი”; ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, ”საბატელი”; ”ივერიაქსელი”; ”ახალი ქსელები”; ”ახტელი”; ”საქართველოს ცენტრალური კვშიგაბმულობის კორპორაცია”; ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”; “ვემატელი”; ”ალკომი”; ”საქართველოს ტელეკომი”; ”კავკასუს ონლინი”; ”სერვისი”; ”ინფოტელი”; ”ჯეონეთი”; ”გლობალ ერთი”; ”ვანექსი”; ”მაქსტელი”; ”მეტაკომი”.

კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის, გამო ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების სანქცირების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2008 წლის 22 თებერვალს, ხოლო კომისიის სხდომა დაინიშნა 2008 წლის 29 თებერვალს. მოგვიანებით  სხდომა გადაიდო 2008 წლის 5 მარტისათვის.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წლის 04 მარტის მდგომარეობით, ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი  შპს ”მობიტელის” და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ, რომელთათვისაც შესაბამისად გადაგზავნილი იყო  სათანადო შეტყობინებები (№329-08; №330-08; №309-08).  აღნიშნული კომპანიების მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 5 მარტს, კომისიის სხდომის დაწყებამდე.

            კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირების: ”მაგთიკომის”; ”ჯეოსელის”; ”ტელენეტი”; ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, ”საბატელის”;  ”ივერია ქსელის”;  ”ახალი ქსელების”; ”ახტელის”; ”საქართველოს ცენტრალური კვშიგაბმულობის კორპორაციის”; ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ს”; “ვემატელის”; ”ალკომის”; ”საქართველოს ტელეკომის”; ”სერვისის”; ”ინფოტელის”; ”ჯეონეთის”; ”გლობალ ერთის”; ”ვანექსის”; ”მაქსტელის”, ”მეტაკომის”, ”მობიტელის” და  ”კავკასუს ონლაინის” მიმართ სანქცირების შესახებ მარტივი ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, 

გადაწყვიტა:

1.კომისიის 2008 წლის 08 თებერვლის №76/23 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის გამო, სანქცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს: ”მაგთიკომის”; ”ჯეოსელის”; ”ტელენეტი”; ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, ”საბატელის”; ”ივერია ქსელის”; ”ახალი ქსელების”; ”ახტელის”; ”საქართველოს ცენტრალური კვშიგაბმულობის კორპორაციის”; ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ს”; “ვემატელის”; ”ალკომის”; ”საქართველოს ტელეკომის”; ”სერვისის”; ”მაქსტელის”; ”ინფოტელის”; ”ჯეონეთის”; ”გლობალ ერთის”; ”ვანექსის”;  ”მეტაკომის”, ”მობიტელის” და  ”კავკასუს ონლაინის” მიმართ;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

კომისიის თავმჯდომარე                                       .არველაძე

კომისიის წევრები:                                              .ნონიკაშვილი                    

                                                                         .ფრუიძე                                                      

                                                                        .კვიტაიშვილი   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები