წვდომის მენიუ

შპს ”საკუთრების და პიროვნების დაცვა უსაფრთხოების ლეგიონი აბჯარი-365”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 108 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008

მიღების თარიღი მარტი 05, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”საკუთრების და პიროვნების დაცვა უსაფრთხოების ლეგიონი აბჯარი-365”-მა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 202351542) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე (დაცვითი საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს ”საკუთრების და პიროვნების დაცვა უსაფრთხოების ლეგიონი აბჯარი-365”-ს  410.050 მჰც და 415.350 მჰც სიხშირეები ქ.თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”საკუთრების და პიროვნების დაცვა უსაფრთხოების ლეგიონი აბჯარი-365”-ისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საკუთრების და პიროვნების დაცვა უსაფრთხოების ლეგიონი აბჯარი-365”-ისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                          გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები