წვდომის მენიუ

ი/მ ”გოდერძი გოგოლაძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 111 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008

მიღების თარიღი მარტი 05, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ი/მ ”გოდერძი გოგოლაძემ” (რეგისტრირებული  ქ. ფოთის საოლქო საგადასახადოს  მიერ, № 120396240) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული იქნება ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/მ ”გოდერძი გოგოლაძეს” 142.175 მგჰც და 147.825 მგჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/მ ”გოდერძი გოგოლაძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”გოდერძი გოგოლაძისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      გ. არველაძე

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები