წვდომის მენიუ

შპს ”ტრანსმარინის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 112 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008

მიღების თარიღი მარტი 05, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ტრანსმარინემ”  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 3, 16.01.08) სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის  წარმოდგენისათვის (გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრე და ა.შ.;) განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/263-08, 14.02.08.). კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.  

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად იქნას დატოვებული შპს ”ტრანსმარინის” განცხადება  სიხშირის  მინიჭების შესახებ;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                             გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები