წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ”მარიანა ფერაძე” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 113 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2008

მიღების თარიღი მარტი 05, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძემ” (21.02.2008 №7/63-08) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

   როგორც ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძის” წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებას შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: უძრავ-მოძრავი ქონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, დაქირავება-დაგირავება და ა.შ

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძე” -ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძე” -ს ნუმერაციის რესურსი     8-0-6-2 (რვა-ნული- ექვსი- ორი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძე” -ს ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-2 (რვა-ნული-ექვსი-ორი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით - 2009 წლის 5 მარტამდე ქ.თბილისში;

2. ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძე” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძე”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ინდ.მეწარმე ”მარიანა ფერაძე”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     გ.ფრუიძე

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

                                                                                კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები