წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 07 მარტს დანიშნული სხდომების გადატანის შესახებ

ნომერი: 114 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008

მიღების თარიღი მარტი 10, 2008

   ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს მ/წლის 07 მარტის კომისიის № 04 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების („რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე; ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის   (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე; შპს “რადიო არტის” NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ) განხილვა  მ/წლის 10 მარტის 18:00 საათზე;

2.   გადატანილ იქნეს მ/წლის 07 მარტის კომისიის კომისიის № 05  მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ; კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ; კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ) განხილვა მ/წლის 10 მარტის 18:00 საათზე;

3. უზრუნველყოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე კომისიის ზემოაღნიშნული სხდომების დღის წესრიგების პროექტების გამოქვეყნება (თან ერთვის);

4. ეცნობოს დაინტერესებულ კომპანიებს (გ. რატიშვილი, გ. ხოჯევანიშვილი, კ. ყურაშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე    

               კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი    

               კომისიის წევრი                                                          გ. ფრუიძე

              კომისიის წევრი                                                          კ. კვიტაიშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები